Thumbnail

იუვე აარონ რემზის გაშვებას აპირებს - უელსელი ტურინს ვერ მოერგო

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ტურინის იუვენტუსი აარონ რემზის გაყიდვას აპირებს
  • უელსელს ძირითადში მხოლოდ 6 მატჩი აქვს ჩატარებული
  • ტურინში ის უფასოდ მივიდა და მისი გაყიდვა მომგებიანი იქნება

იტალიური პრესის, მათ შორის ტურინის იუვენტუსთან დაახლოებული "ტუტოსპორტის" ცნობით, იუვე აარონ რემზის გაყიდვას აპირებს.

რემზი გასულ ზაფხულში ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ, გადავიდა. უელსელი კარგი ფეხბურთელია, თუმცა ტურინს ვერ მოერგო. ამის მიზეზი მისი ხშორი ტრავმებია - რემზი მუდმივი ტრავმების გამო სათამაშო ფორმაში ვერ შევიდა და ძირითადად შეცვლაზე უწევს თამაში.

უელსელს მეორე პრობლემაც აქვს. იუვეს მწვრთნელი მაურიციო სარი მის ძირითად პოზიციად, არა ნახევარდაცვას, არამედ თავდამსხმელების უკანა პოზიციას, ე.წ. ტრეკვარტისტას მიიჩნევს. ეს იმას ნიშნავს, რომ რემზის კონკურენციას უწევენ როგორც დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი, ასევე პაულო დიბალა, როცა იუვე სამი ფორვარდით თამაშობს. შედეგად, ძირითად შემადგენლობაში რემზის მხოლოდ 6 თამაში აქვს ჩატარებული.

ტურინში ფიქრობენ, რომ რემზის გაყიდვით კლუბის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხები შეიძლება შევიდეს. ერთ-ერთი რეალისტური ვარიანტი ლონდონის ჩელსია. მით უმეტეს, რომ თავად რემზისაც უნდა ლონდონში საცხოვრებლად დაბრუნება.

სიტუაცია იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს, თუ ამ სეზონის შემდეგ მაურიციო სარის გაუშვებენ და იუვეს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები