Thumbnail

ფუტსალის ლიგა | თელასმა მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა

  • ილიაუნი 2:1 თსუ
  • მართვე 2:7 თბილისი
  • ბსუ 0:6 თელასი

საქართველოს ფუტსალის ლიგის მიმდინარე გათამაშება მეშვიდე ტურის შეხვედრებით განხლდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ილიაუნი თსუ-ს დაუპირისპირდა. საუნივერსიტეტო დერბი ტრადიციულად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ილიაუნიმ ანგარიში პირველ ტაიმში გიორგი კურტანიძის გოლით გახსნა, 31-ე წუთზე კი ნიკა გვზავამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. თსუ-მ ბოლო ათი წუთი ჯარიმების ლიმიტში გაატარა და ერთი ბურთის გაქვითვა მურთაზ კაკაბაძის გოლით შეძლო. საბოლოოდ, ილიაუნიმ 2:1 მოიგო.

ტურის სხვა შეხვედრები ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
თბილისმა ქუთაისის მართვეს დამაჯერებელი უპირატესობით სძლია. პირველი ტაიმი შედარებით დაძაბულად წარიმართა. გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. მართვე 22-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ თბილისმა ექვსი უპასუხო გოლი გაიტანა, საბოლოოდ კი 7:2 სძლია მეტოქეს. გამარჯვებული გუნდის რიგებში დუბლი ზურაბ ვარდუაშვილმა და კახა გოგოხიამ გაიფორმეს.

თელასი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. ენერგეტიკოსებმა კარი მშრალად შეინახეს და 6:0 მოიგეს. ჯანო გიორგაიამ დუბლი შეასრულა. ამ მოგებით თელასმა სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა.

კომენტარები

ბოლო ამბები