Thumbnail

სარეკორდო გოლი და ფანების შეძახილი: 'სიკვდილი რამოსს'

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ოსასუნა 1:4 რეალი
  • მადრიდელთა მხრიდან გოლები ისკომ, რამოსმა, ვასკესმა და იოვიჩმა გაიტანეს

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში მადრიდის რეალი ოსასუნას ესტუმრა და 4:1 მოიგო. მადრიდელთა მხრიდან გოლები ისკომ, სერხიო რამოსმა, ლუკას ვასკესმა და ლუკა იოვიჩმა გაიტანეს.

მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო სერხიო რამოსი, რომლის გოლმაც მადრიდული გუნდი დააწინაურა. ოსასუნას გულშემატკივრები სტუმართა მცველს პირველივე წუთებიდან უსტვენდნენ, გოლის შემდეგ კი სკანდირება დაიწყეს: “სიკვდილი რამოსს”. სერხიოს ტრიბუნიდან სანთებელაც ესროლეს, თუმცა - არაზუსტად.

სათქმელია, რომ რამოსმა რეალის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად აღებული 90-ე გოლი გაიტანა. სერხიო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 17 წლის განმავლობაში ლა ლიგის ყველა სეზონში გამოიჩინა თავი.

თუ რამოსის ამპლუას გავითვალისწინებთ, ეს შედეგი კიდევ უფრო დასაფასებელია. რამოსმა ლა ლიგაში პირველი გოლი ჯერ კიდევ 2004 წლის 26 სექტემბერს შეაგდო, როდესაც სევილიას ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები