Thumbnail
  • დინამო თბ. 0:1 მლადოსტი
  • დინამო თბ. 2:2 რადნიკი
  • დინამო თბ. 2:3 ვისლა
  • დინამო თბ. 2:3 არდა
  • დინამო თბ. 1:3 ვოლუნტარი

დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე მეხუთე ამხანაგური მატჩი გამართა. კახა ჩხეტიანის გუნდი ბოსნიის პრემიერლიგის გუნდს, მლადოსტს დაუპირისპირდა. მატჩი ბოსნიური გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი მლადოსტმა პირველ ტაიმში შეაგდო.

კახა ჩხეტიანი ამხანაგურ შეხვედრებში მუდმივად ცვლიდა ძირითად შემადგელობას და გამონაკლისი არც მლადოსტთან პაექრობა იყო. ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ მიგინეიშვილი, იაშვილი, ქარდავა და ბუღრიძე, თუმცა თამაშის ხარისხზე ამან დადებითი გავლენა ვერ მოახდინა. დინამო დამარცხდა და მთლიანობაში, სუსტი შთაბეჭდილება დატოვა. 

საქართველოს ჩემპიონმა თურქეთში გამართული 5 მატჩიდან 4 წააგო. 12 თებერვალს, დინამო თბილისი უკრაინულ ოლექსანდრიას დაუპირისპირდება, ბოლო ამხანაგურ მატჩს კი 15 თებერვალს კიევის დინამოს წინააღმდეგ გამართავს.

დინამო თბ. 0:1 მლადოსტი

დინამო თბ. (4-3-3): მიგინეიშვილი - ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, იაშვილი - ქარდავა, ქიმაძე, ნინუა - ბუღრიძე, ორშულა, კაპანაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები