Thumbnail
  • ირლანდიელებმა მიმდინარე სეზონში მეორე მოგება იზეიმეს
  • ინგლისმა შოტლანდიას მძიმე ბრძოლაში სძლია

6 ერის მეორე ტური დაძაბული მატჩებით გაიხსნა. ირლანდიამ ''ავივა სტედიუმზე'' უელსს უმასპინძლა და მოქმედ ჩემპიონებს 10 ქულით მოუგო, 24:14. ''სამყურებმა'' ორივე ტაიმი ერთნაირი ანგარიში მოიგეს - 12:7. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სი ჯეი სტანდერი დაასახელეს. ირლანდიელებს 9 ქულა აქვთ და 6 ერის ლიდერები არიან. უელსი 5 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

ირლანდია: ლელო - ლარმური, ფურლონგი, ვან დერ ფლირი, კონვეი. სექსტონმა მხოლოდ 2 გარდასახვა გაიტანა.

უელსი: ლელო - უილიამსი, ტიპურიკი. ბიგარმა და ჰალფპენმა თითო გარდასახვა გაიტანეს.

ირლანდია 24:12 უელსი - მატჩის მიმოხილვა 📺

შოტლანდიამ ''მარიფილდზე'' ინგლისს უმასპინძლა და ბონუს ქულა აიღო. ინგლისელებმა მატჩი 13:7 მოიგეს და 6 ერის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმეს. ინგლისმა პირველი ტაიმი ფარელის ჯარიმით 3:0 მოიგო. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ინგლისი 13:3-ს იგებდა, მაგრამ შოტლანდიელებმა ჯარიმის გატანა შეძლეს და ბონუს ქულა აიღეს.

ინგლისი: ლელო - ჯენჯი. ფარელმა გარდასახვა და 2 ჯარიმა გაიტანა.

შოტლანდია: ჰასტინგსმა 2 ჯარიმა გაიტანა.

შოტლანდია 6:13 ინგლისი - მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები