Thumbnail
  • 📅 9 თებერვალი | ⌚ 23:45 | ⚽ ინტერი V მილანი
  • მილანურ დერბის ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება
  • სტეფანო პიოლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი უბრუნდება 
  • ანტონიო კონტეს ლაუტარო მარტინესი არ ეყოლება

ამ უქმეებზე ევროპის წამყვანჩემპიონატებში არაერთი საინტერესო მატჩია, თუმცა, თავისი ისტორიითა და ემოციით, გამორჩეული მაინც იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში გასამართი შეხვედრაა, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ინტერი და მილანი წარსდგებიან.

სხვა საქმეა, რომ Derby della Madonnina-ს მილანი ისტორიაში არცთუ საუკეთესო პერიოდით ხვდება, მაგრამ გულშემატკივრის მოლოდინს, რომ დერბი მთავარი მტრის წინააღმდეგ, როსონერის განსაკუთრებულად განწყობს, უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.

ვითარებას ისიც ამძაფრებს, რომ ბოლოს მილანმა ინტერი 2016 წელს დაამარცხა და ახლა სტეფანო პიოლის შეგირდებს ამ უსიამოვნო სტატისტიკის შეცვლაც მართებთ. საამისოდ კი მილანის ქომაგთა მთავარი იმედი, გუნდის ახალწვეული ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელიც ავადმოფობის შემდეგ მომჯობინდა და ამ მატჩში ორმაგად მოტივირებული უნდა გავიდეს.

ინტერი

ინტერის საუკეთესო ბომბარდირი 16 გატანილი გოლით რომელუ ლუკაკუა

ინტერი ამ სეზონში ამართლებს გულშემატკივრის მოლოდინს - ანტონიო კონტეს გუნდი სკუდეტოსთვის იბრძვის. მაგრამ 2020 წელი ინტერისთვის არცთუ იდეალურად დაიწყო - იყო ზედიზედ სამი, ერთნაირი ფრე (1:1) ატალანტასთან, ლეჩესა და კალიარისთან. 

ნერაძურიმ ნანატრი გამარჯვების მოპოვება გასულ ტურში, ლეჩესთან (2:0) შეძლო და სამმატჩიანი მოუგებელი სერია, როგორც იქნა, შეწყვიტა. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ინტერმა შეინარჩუნა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი და ლიდერ იუვენტუსს 3 ქულით ჩამორჩება. თუმცა ინტერს "კუდზე" რომის ლაციო აზის, რომელიც 22 ტურის შემდეგ, სულ ერთი ქულით ჩამორჩება და ეს ნერაძურის შეცდომის დაშვების უფლებას აღარ უტოვებს.

📷 ნერაძურის ვარჯიში დერბის წინ

ბუნებრივია, ამ ვითარებში კონტეს გუნდს გამარჯვების გარდა, სხვა არცერთი შედეგი დააკმაყოფილებს, თუმცა ლაუტარო მარტინესის არყოფნა, რომლის ანგარიშზეც სერია A-ში გატანილი 11 გოლია, მნიშვნელოვნად ასუსტებს მის შეტევით პოტენციალს. 

დისკვალიფიკაციის გამო ინტერს, ლაუტაროს გარდა, ტომაზო ბერნი და ალესანდრო ბასტონიც ვერ დაეხმარებიან. მატჩის გამოტოვებას სამირ ჰანდანოვიჩი და ბორხა ვალეროც რისკავენ.
 

კრისტიან ერიკსენს სერია A-ში დებიუტი წინ ტურში ჰქონდა

მილანი

ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, მილანს საკუთარი თამაშის საპოვნელად კარგა ხანი დასჭირდა და სტეფანო პიოლის გუნდმა ბოლო დროსღა შეძლო ვითარების სტაბილიზირება. 

სტეფანო პიოლისთვის ინტერთან ფრე ურიგო შედეგი არ იქნება

როგორც ჩანს, მილანმა სათანადო დასკვნები მე-17 ტურში, ატალანტასთან შერცხვენის (0:5) შემდეგ გააკეთა. ყოველ შემთხვევაში, ეს ამ გუნდის უკანასკნელი წაგებაა დღემდე. მილანი იტალიის თასზეც წარმატებულია, სადაც ½-ფინალშია გასული, ჩემპიონატში კი პიოლის შეგირდებმა სამმატჩიანი მოგებათა სერია ბოლო ტურში, ვერონასთან შეწყვიტეს - 1:1. ამჟამად როსონერი 32 ქულით ცხრილში მე-9 ადგილზეა, მაგრამ ევროთასების ზონას მხოლოდ ქულით ჩამორჩება. 

მილანში დაბრუნებულმა შვედმა ერთი ჩემპიონატში უკვე გაიტანა, ერთიც - თასზე

ტრავმების გამო მილანს დერბიში ლეონარდო დაურტე, რადე კრუნიჩი და ლუკას ბილია ვერ დაეხმარებიან.

📷 მილანის ვარჯიში დერბის წინ

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩემპიონატის პირველ წრეში ინტერმა მილანს ორი უპასუხო გოლი გაიტანა.

⚽ ინტერმა მილანს ყველა ტურნირში ბოლო სამივე თამაში მოუგო.

⚽ ინტერს ბოლო 8 შეხვედრაა მილანთან არ წაუგია - ნერაძურის 4-4 მოგება და ფრე აქვს.

⚽ მილანმა ინტერს ბოლოს 2016 წლის 31 იანვარს, სერია A-ს საშინაო მატჩში სძლია - 3:0. 

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან მხოლდო ერთში გავიდა 2 გოლზე მეტი.

⚽ ანტონიო კონტეს გუნდს სერია A-ში 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. 

⚽ ინტერს სერია A-ს ბოლო 13 მატჩიდან არცერთში გაუშვია ერთ გოლზე მეტი.

⚽ ნერაძურის ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი ფიქსირდებოდა. 

⚽ მილანმა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.

⚽ სტეფანო პიოლის შეგირდებმა სერია A-ს ბოლო 5 მატჩიდან 3-ში კარი მშრალად შეინახეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (3-4-1-2): პადელი - გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი - მოზესი, ბარელა, ბროზოვიჩი, იანგი - ერიკსენი - ლუკაკუ, სანჩესი.

მილანი (4-4-2): დონარუმა - კონტი, მუსაკიო, რომანიოლი, ერნანდესი - კასტილეხო, კესიე, ბენასერი, ჩალჰანოღლუ - იბრაჰიმოვიჩი, ლეაუ.

კომენტარები

ბოლო ამბები