Thumbnail
  • პარიზში ძიუდოს წლის პირველი გრანდ სლემი დაიწყო
  • პირველ დღეს ტატამიზე 7 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • ყველა მათგანმა გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაასრულა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს წლის პირველი გრანდ სლემი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრები 17 ძიუდოისტითაა წარმოდგენილი. პირველ საჭიდაო დღეს ტატამიზე 7 ქართველი ძიუდოისტი გავიდა - 4 კაცი და 3 ქალი.

სამწუხაროდ, მარიამ ჯანაშვილმა 52-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა. ის მონღოლ ლხაგვასურენთან წუთსა და 41 წამში დამარცხდა.

ამავე წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა ორი ბრძოლა მოიგო და ასპარეზობას მესამე ეტაპზე დაემშვიდობა. ტატიანამ პირველ ეტაპზე მონღოლი ხორლოდოი ბიშრელტი გააგდო, რის შემდეგაც გვინეა-ბისაუს წარმომადგენელსაც ვაზარით სძლია, თუმცა მომდევნო ბრძოლა ფრანგ მეეტოქესთან დათმო და ტურნირსაც დაემშვიდობა.

ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა მონღოლ მეტოქეს ვაზარით მოუგო

ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა მონღოლ მეტოქეს ვაზარით მოუგო

Posted by We Love Judo on შაბათი, 08 თებერვალი, 2020

ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ფრანგი ვერონიკ მანდენგი 2 წუთსა და 6 წამში იპონით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ისრაელის ნაკრების ძიუდოისტთან, ტიმა ლევი ნელსონთან წააგო.

ეთერ ლიპარტელიანის მოგება ფრანგ ვერონიკ მანდენგთან

ეთერ ლიპარტელიანის მოგება ფრანგ ვერონიკ მანდენგთან

Posted by We Love Judo on შაბათი, 08 თებერვალი, 2020

ბექა წიფიანმა (66კგ) სადებიუტო ტურნირზე პირველივე ბრძოლა დათმო ინდოელ მეტოქესთან. ამავე წონაში თორნიკე ნაგლიაშვილმა ჰაიტელ ჟერარდ კადეტს აჯობა, თუმცა ბრაზილიელ ვილიან ლიმასთან იპონით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ბექა წიფიანი პარიზის გრანდ სლემს ნაადრევად დაემშვიდობა

ბექა წიფიანი პარიზის გრანდ სლემს ნაადრევად დაემშვიდობა მან ბრძოლა ინდოელ მეტოქესთან დათმო

Posted by Silk Sport on შაბათი, 08 თებერვალი, 2020

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, ბექა გვიჭიანმა (73კგ) პირველივე ბრძოლა წააგო მასაში ებინუმასთან. ალეკო მამიაშვილმა (73კგ) ორი ბრძოლა მოიგო და მერვედფინალი ზანსაი სმაგულოვთან დამატებით დროში დათმო, რითიც ტურნირს დაემშვიდობა.

ალეკო მამიაშვილმა პარიზის გრანდ სლემის პირველ ბრძოლა მოიგო

ალეკო მამიაშვილმა პარიზის გრანდ სლემის პირველ ბრძოლა მოიგო

Posted by Silk Sport on შაბათი, 08 თებერვალი, 2020

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 9 თებერვალს ტატამიზე უკვე 10 ძიუდოისტით გავა და პირველ მედლებსაც უკვე ხვალ უნდა ველოდოთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 9 თებერვალს

81 კგ. – ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი კაციაშვილი
90 კგ. – ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი
100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+100 კგ. – გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი

70 კგ. – მარიამ ჭანტურია
+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები