Thumbnail

U17 | საქართველოს ნაკრები ესპანეთში პოლონეთთან დამარცხდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • U17 საქართველო 0:2 პოლონეთი
  • ჩიტაურის გუნდი ხორვატიას და ნორვეგიასაც ეთამაშება

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე პირველი შეხვდრა გამართა. გიორგი ჩიტაურის მიერ გაწვრთნილი გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის გმირი ვლოდარჩიკი გახდა, რომელმაც თავი მე-9 და 62-ე წუთებზე გამოიჩინა.

U17 საქართველო 0:2 პოლონეთი

საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო.მამაგეიშვილი, გვიშიანი, სიჭინავა (გაგნიძე), აბუაშვილი, უბილავა (გ.მამაგეიშვილი), ზოსიაშვილი, უგრეხელიძე (იობაშვილი).
სათადარიგო შემადგენლობა: შურღაია, აბჟანდაძე, სალუქვაძე, დუნდუა, უბილავა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ესპანეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე 18 ფეხბურთელით იმყოფება. ჩვენი გუნდი ტურნირის ფარგლებში კიდევ ორ შეხვედრას გამართავს.

ჩიტაურის გუნდი 8 თებერვალს ხორვატიას დაუპირისპირდება, 10-ში კი – ნორვეგიას. ორივე მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

📺 U17 საქართველო 0:2 პოლონეთი (სრული მატჩი)

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის საერთაშორისო ტურნირზე:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბთ), ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ).

მცველები: ზურა ზოსიაშვილი (ლოკომოტივი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბ), თორნიკე დუნდუა (დინამო თბ), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), გიორგი უბილავა (დინამო თბ), მიხეილ ავალიანი (დინამო თბ), ბაქარ აბჟანდაძე (ლოკომოტივი).

ნახევარმცველები: გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ), გიორგი გვიშიანი (საბურთალო).

თავდამსხმელი: ჯადული იობაშვილი (დინამო თბ).

კომენტარები

ბოლო ამბები