Thumbnail
  • ბასკონია 79:65 ვილერბანი
  • თორნიკე შენგელია - 15 ქულა, მეტ ჯენინგი - 10 ქულა

ევროლიგაზე ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონიამ გაიმარჯვა - 24-ე ტურის მატჩში ესპანურმა კლუბმა ლიონის ვილერბანს მოუგო - 79:65.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, ქართველმა კაპიტანმა 28:18 წუთი ითამაშა, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მალევე მიიღო 4 პერსონალური შენიშვნა. მის ანგარიშზე 15 ქულა (1 სამქულიანი), 9 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 2 პასია. მარგი ქმედების კოეფიციენტით (15), ის ჩრისტონი და შილდსი საუკეთესოები იყვნენ გუნდში. 

📺 თორნიკე შენგელიას ეფექტური ჩატენვა

მეტ ჯენინგი სკამიდან ჩაერთო თამაშში, მან 28:37 წუთში 10 ქულა (3 სამქულიანი), 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა გუნდს. 

თორნიკე შენგელია (ბასკონია): "ბევრი თამაში წავაგეთ, ახლა კი შინ რამდენიმე მატჩი დაგვიგროვდა და ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვიზეიმოთ. დღეს ეს გამოგვივიდა. ბედნიერი ვარ ჩემი გუნდელების, მწვრთნელების, ფანებისა და ქალაქის გამო. 

სანამ ცოცხალი ხარ, იმედი არ უნდა დაკარგო. ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით, ცოცხლები ვართ და არავინ დანებებას არ აპირებს. ბოლომდე ასე ვიბრძოლებთ". 

მე- 9 მოგების წყალობით, ბასკონიამ მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში ქართველთა გუნდი ჟალგირისს უმასპინძლებს. თამაში ვიტორიაში 21 თებერვალს გაიმართება. ლიტვური კლუბი უშუალო კონკურენტია, მასაც 9 მოგება აქვს და მე-13 პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ ევროლიგის პლეი ოფში 8 გუნდი გადის. პლეი ოფის ზონამდე ბასკონიას მხოლოდ 1 მოგება აშორებს.

კომენტარები

ბოლო ამბები