Thumbnail
  • საქართველო 2:1 ტუნისი
  • A პულში საქართველოს ნაკრებმა 3 მოგებით პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში მესამე გამარჯვება იზეიმა. ისრაელისა და მოლდოვას დამარცხების შემდეგ A პულის უკანასკნელ მატჩში ტუნისის ნაკრები დაამარცხა - 2:1. 

ეკატერინე გორგოძემ ორ სეტში ძალზე იოლად დაამარცხა შირაზ ბეშრი - 6:1, 6:3. მაგრამ ლიდერთა მატჩში მარიამ ბოლქვაძემ ვერაფერი მოუხერხა ტუნისელთა ვარსკვლავ ონს ჟაბერს - 2:6, 2:6. 25 წლის ჟაბერი მსოფლიოს 45-ე ჩოგანია.

ყველაფერი წყვილთა დაპირისპირებამ გადაწყვიტა, რომელშიც ოქსანა კალაშნიკოვასა და ეკატერინე გორგოძის დუეტმა 6:3, 6:2 გაიმარჯვა. 

ამგვარად ნაკრებმა პულში პირველი ადგილი დაიკავა, პლეი ოფში მეორე ადგილით ტუნისის ნაკრები გავიდა. B პულის შეხვედრები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ნაკრების მეტოქეც მალე გაირკვევა. 

კომენტარები

ბოლო ამბები