Thumbnail

ჭიდაობა | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში გვეყოლება
  • შემადგენლობაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონებიც არიან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის ღირსებას დაიცავს.

გიორგი იანტბელიძის გუნდი დასკვნითი შეკრებას დუშეთში გადის, სადაც დღეს საკონტროლო შეხვედრები გაიმართა და მწვრთნელმა ნაკრების ევროპული განაცხადიც შეივსო.

საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ჰყავს, შემადგენლობაში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61 კგ.) და გენო პეტრიაშვილიც (125 კგ.) არიან.

მომავალ ტურნირს იტალიის დედაქალაქი რომი უმასპინძლებს. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები აპენინებზე 11 თებერვალს გაემგზავრება, ხალიჩაზე კი 14-16 თებერვალს გავა.

დასკვნითი შეკრება დუშეთში
| 📷 საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

57 კგ. – ოთარ გოგავა (ხონი)
61 კგ. – ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
65 კგ. – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
70 კგ. – მირზა სხულუხია (ქუთაისი)
74 კგ. – ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
79 კგ. – ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
86 კგ. – დათო მარსაგიშვილი (ყაზბეგი)
92 კგ. – ირაკლი მწითური (თბილისი)
97 კგ. – ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
125 კგ. – გენო პეტრიაშვილი (გორი)

კომენტარები

ბოლო ამბები