Thumbnail

ბათუმის სტადიონი | ფერები და ანიმაცია ღონისძიების მიხედვით შეიცვლება

  • ბათუმის სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია
  • არენა, სავარაუდოდ, ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება

ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და სავარაუდოდ, არენა ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს.

მშენებლობის დამკვეთმა, შპს სტადიონმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორი იქნება ბათუმის ახალი სტადიონის გარე განათება.

გარე განათება

განათების ფერები, მოძრაობა და ანიმაცია დამოკიდებულია ღონისძიების ფორმატსა და შინაარსზე. მისი უნივერსალურობა საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესაბამისი გარე განათება შევუხამოთ 🏟

Posted by შპს სტადიონი - LTD Stadium on ხუთშაბათი, 06 თებერვალი, 2020

ფერები, მოძრაობა და ანიმაცია დამოკიდებულია ღონისძიების ფორმატსა და შინაარსზე. მისი უნივერსალურობა საშუალებას იძლევა სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესაბამისი გარე განათება შეეხამოს.

კომენტარები

ბოლო ამბები