Thumbnail
  • აპოელ 0:0 ანორთოსისი
  • თემურ ქეცბაიას კომენტარი

კვიპროსის ჩემპიონატის გადმოტანილ მატჩში თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ქვეყნის ჩემპიონ აპოელ-ს ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ანორთოსისი 40 ქულით ლიდერია, ომონია 38 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო აპოელ-ი 35 ქულით მესამე პოზიციაზეა.

5 ქართველი ლეგიონერიდან მხოლოდ ორმა ითამაშა: გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა (ორივე გააფრთხილეს). ნიკა კაჭარავა სათადარიგო იყო, ხოლო ჯანო ანანიძეს თამაშის უფლება არ აქვს, თორნიკე ოქრიაშვილი კი ჯერ ტრავმირებულია. 

kerkida.net-ის ინფორმაციით, ანორთოსისის ქართველ თავკაცს მატჩში სანერვიულო ბევრი ჰქონდა, რის გამოც მისი ყვირილი დროდადრო, ალბათ, ჩრდილოეთ პოლუსზეც ისმოდაო. 

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს. ძალიან რთული თამაში იყო. ვფიქრობ, ქულა დამსახურებულად ავიღეთ, მეტიც გვეკუთვნოდა. წინ მივდივართ, ლიგა ძალზე კონკურენტუნარიანია. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი თამაშია. ასე რომ, სჯობს უბრალოდ მომავალ მატჩზე ვიფიქროთ, რომელიც სამ დღეშია".

8 თებერვალს ანორთოსისი ისევ ნიქოზიაში ითამაშებს, ამჯერად ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ.   

კომენტარები

ბოლო ამბები