Thumbnail
  • საქართველო 3:0 მოლდოვა
  • ეკატერინე გორგოძემ 'მშრალი' ანგარიშით მოიგო

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში მეორე გამარჯვება იზეიმა. ჰელსინკიში ისრაელის ნაკრების 2:1 დამარცხების შემდეგ, მაკა ჩახნაშვილის გუნდმა პირველი ორი დაპირისპირება მოუგო მოლდოვას და ამ შეხვედრაში გამარჯვება გაინაღდა - 3:0. 

ეკარეტინე გორგოძემ ორ სეტში "მშრალი" ანგარიშით მოუგო იანა ტიშჩენკოს - 6:0, 6:0. მარიამ ბოლქვაძეც მეტად გაუჭირდა - ანასტასია ვდოვენკოს ორ სეტში 7:5, 6:3 მოუგო. ანგარიში 2:0 გახდა და მატჩის ბედიც გადაწყდა. 

წყვილების დაპირისპირებას მატჩის ბედის შეცვლა აღარ შეუძლია. წყვილებში მარიამ დალაქიშვილი და ზოზია ქარდავა თამაშობენ დანიელა ჩობანუსა და იანა ტიშჩენკოს წინააღმდეგ - 6:2, 6:4 ქართველი ჩოგბურთელების სასარგებლოდ. 

A პულის მეორე მატჩში ისრაელისა და ტუნისის ნაკრებებს შორის აფრიკელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:1. საქართველოსა და ტუნისს 2-2 გამარჯვება აქვს და ამ გუნდებმა პლეი ოფი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე გაინაღდეს. 6 თებერვალს საქართველოს ნაკრების მეტოქე ტუნისი იქნება, ხოლო ისრაელი მოლდოვას ეთამაშება. 

კომენტარები

ბოლო ამბები