Thumbnail
  • რეკორდები, რომელთა დამხობა კრიშტიანოს 2020 წელს შეუძლია
  • 5 თებერვალს დაბადებული ცნობილი ფეხბურთელები

კრიშტიანო რონალდო დღეს 35 წლის გახდა, ფეხბურთისთვის ეს უკვე პენსიის მომასწავებელია, მაგრამ არა პორტუგალიელის შემთხვევაში. ის ამ ასაკშიც საოცარ ფორმაშია - "ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელმა ამ სეზონში იუვენტუსის მაისურით 27 ოფიციალურ მატჩში 22 გოლი გაიტანა. 

ამის მიზეზი რონალდოს გამორჩეული ათლეტურობაა - როდესაც 2018 წლის ზაფხულში ის £99 მილიონად რეალიდან ტურინში გადავიდა, სამედიცინო შემოწმებამ საოცარი რამ აჩვენა - სხეულში ცხიმის ოდენობა 7%, კუნთოვანი მასის წილი - 50% და საერთო შეფასებით, რონალდოს ჯანმრთელობა შეაფასეს, როგორც 20 წლის ბიჭის ორგანიზმისა! 

View this post on Instagram

Happy birthday to me!!😅💪🏽🤪

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on

მოკლედ, რომ ვთქვათ:
კრიშტიანო რონალდო უნიკალური ათლეტია, სხვა ასეთი არც გვახსენდება. 

2011 წელს ფორვარდს ჩიჩესტერის უნივერსიტეტში ბიომექანიკური ტესტირება ჩაუტარდა. აღმოჩნდა, რომ რონალდოს საშუალო სტატისტიკურ NBA-ს კალათბურთელზე მაღალი ნახტომი აქვს.

კრიშტიანოს 4 ყველაზე მაღალი თავური გოლები

რონალდო ადგილიდან 44, ხოლო გამოქანებით 78 სანტიმეტრზე ახტომა შეუძლია, საშუალო კალათბურთელზე ეს მაჩვენებელი 7 სანტიმეტრით უკეთესია. სწორედ ამიტომ კრიშტიანოს ახლაც ხშირად გააქვს საოცარი სილამაზის გოლები თავით, თუნდაც ისეთი, როგორიც მან დეკემბერში სამპდორიას გაუტანა.

View this post on Instagram

Morning Workout💪🏼

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on

📺 რონალდოს თავური სამპდორიას კარში

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კრიშტიანო უსწრაფესი ფეხბურთელი იყო. ახლახან ნაპოლისთან მატჩში კი მან სპრინტით 92 მეტრი 33.12 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა და 10 წამში ჩაეტია, როცა იუვემ დაცვიდან სწრაფ კონტრშეტევაზე გადაინაცვლა. 

ახლო წარსულში რონალდოს ნათქვამი აქვს, რომ ფეხბურთის თამაშს მაღალ დონეზე, სულ მცირე, 40 წლის ასაკამდე აპირებს. თუ მის სტატისტიკას შევხედავთ 35 წლის ასაკში, არაფერია გამორიცხული... 

რეკორდები, რომელთა დამყარება რონალდოს 2020 წელს შეუძლია

ამ სეზონში 27 მატჩში 22 გოლი გაიტანა

⚽ კრიშტიანო რონალდოს ეროვნულ ნაკრებში 99 გოლი აქვს გატანილი, მსოფლიო რეკორდი ირანელ ალი დაეის ეკუთვნის (109 გოლი). კრიშტიანოს ამ რეკორდის მოხსნა შეუძლია, მით უფრო, რომ წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

⚽ თუ ამ სეზონში რონალდო სერია A-ს ბომბარდირი გახდება, ის შეიქნება პირველი მოთამაშე, რომელიც ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატების ბომბარდირის ტიტულს მოიგებს.

⚽ თუ იუვენტუსთან ერთად, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ეს მისთვის მე-6 ტიტული იქნება და ფრანსისკო ხენტოს (რეალი) მიღწევას გაიმეორებს.

⚽ კრიშტიანოს ჩემპიონთა ლიგაზე 8 ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული, რამდენიც ლეო მესის. ასე რომ, მორიგი ჰეთ თრიკი ახალი რეკორდი იქნება.

⚽ გასულ წელს ლეო მესიმ მას "ოქროს ბურთის" რაოდენობით (6) გადაუსწრო, წლეულს კრიშტიანოს არგენტინელის დაწევის შანსი აქვს.

5 თებერვალი

კრიშტიანო დღეს 35 წლის გახდა, თუმცა დღევანდელი თარიღი სხვა ცნობილი ფეხბურთელების დაბადების დღეცაა - ნეიმარი 28 წლის გახდა, კარლოს ტევესი 36-ის, "კარპატელი მარადონა" გეორგე ჰაჯი დღეს 55 წლის გახდა. 

დაბადების დღე აქვთ ჯოვანი ვან ბრონკჰოსტს, ვედრან ჩორლუკას, ადნან იანუზაის, როდრიგო პალასიოს, სტეფან დე ვრეის და სხვებს. 5 თებერვალს დაიბადნენ ცნობილი სპეციალისტები ჩეზარე მალდინი, სვენ-გორან ერიკსონი, კიკე სანჩეს ფლორესი და დუშან უჰრინი (უფროსი). 

კომენტარები

ბოლო ამბები