Thumbnail
  • სუპერ რაგბის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა
  • ქართველი მორაგბის თამაში Planetrugby-მ გამოარჩია

სუპერ რაგბის პირველ ტურში ჯაბა ბრეგვაძის სანვულვზმა ავსტრალიურ რებელსს უმასპინძლა და 36:27 მოუგო. ბრეგვაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა. ქართველმა მორაგბემ სუპერ რაგბის ისტორიაში მეორე ქართული ლელო დადო. ჯაბამ რებელსი მე-18 წუთზე დაალელოვა. სანვულვზმა კი სეზონის პირველივე მატჩი მოიგო.

Planetrugby-მ სუპერ რაგბის პირველ ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც ჯაბა ბრეგვაძე თანაგუნდელ მიქაელ სტოლბერგთან ერთად მოხვდა.

Planetrugby ჯაბა ბრეგვაძეზე: სიმბოლურში სანვულვზის კიდევ ერთი მორაგბე მოხვდა. ჯაბა ბრეგვაძემ დიდი სამუშაო გასწია, ყველა ასპექტში თავი გამოიჩინა და პირველ ტაიმში დამსახურებული ლელოც დადო. ის დაცვაში შესანიშნავი იყო და შეხვედრა 11 ბოჭვით დაასრულა. მან ამ პოზიციაზე კრუზეიდერსის ენდრიუ მაკალიოსა და ხაგუარესის ხულიან მონტოიას აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები