Thumbnail

'როდესაც თამაში გინდა და დრო არ გეძლევა' - სახალისო ეპიზოდი ბითაძის მონაწილეობით

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ინდიანა პეისერსის NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში დალას მავერიკსთან დამარცხდა - 103:112. ამ შეხვედრაში ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მწვრთნელს მოედანზე არ გამოუყვანია, არადა, გოგა მზად იყო სათამაშოდ, მას ტრავმა არ აქვს.

გოგა ბითაძე NBA-ში: 39 მატჩი (საშ. 9.1 წუთი) - 3.2 ქულა; 2.2 მოხსნა, 0,5 პასი და 0.7 ბლოკი

ბოლო მეოთხედში დარბაზი ერთი სახალისო ეპიზოდის მომსწრე გახდა, სტუმრები ხუთი ქულის უპირატესობით იგებდნენ და უტევდნენ. მათი ფორვარდი დორიან ფინი-სმითი მარჯვენა ფრთაზე პერიმეტრზე მარტო დატოვეს, მას ხელს არავინ უშლიდა... გარდა ბითაძისა, რომელიც იქვე, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

გოგა ინსტიქტურად წამოხტა, თითქოს, მეტოქისთვის სროლაში ხელის შეშლა სურდა. სხვათა შორის, ფინი-სმითმა ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ ჩააგდო, რითაც ინდიანას არენა გაამხიარულა.

გოგა დალას მავერიქსის წინააღმდეგ

როდესაც თამაში გინდა და სათამაშო დრო არ გეძლევა... 🏀🙏 გოგა დალას მავერიქსის წინააღმდეგ 🏀💪

Posted by Goga Bitadze on სამშაბათი, 04 თებერვალი, 2020

"როდესაც თამაში გინდა და სათამაშო დრო არ გეძლევა..." - ასეა დასათაურებული ეს ვიდეო სოციალურ ქსელში.  

კომენტარები

ბოლო ამბები