Thumbnail
  • 📅 5 თებერვალი | ⌚ 21:00 | ⚽ აპოელ V ანორთოსისი  
  • რატომ არ ითამაშებს ანანიძე და ითამაშებს 'დისკვალიფიცირებული' დაუშვილი

5 თებერვალს კვიპროსის ჩემპიონატში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა - ნიქოზიაში აპოელ-ი თემურ ქეცბაიას ანორთოსისს მასპინძლობს. 

აპოელ-ი ბოლო 7 სეზონის ჩემპიონია და ახლა ანორთოსისს ამ ჰეგემონიის დამხობის კარგი შანსი აქვს. ქეცბაიას გუნდს 39 ქულა აქვს და ლიდერობს, აპოელ-ი კი 34 ქულით მესამე ადგილზეა. 

ქეცბაია 2015/16 წლების სეზონში აპოელ-ს წვრთნიდა

ანორთოსისი ბოლოს 2008 წელს გახდა ქვეყნის ჩემპიონი (ქეცბაიას ხელმძღვანელობით), ხოლო ბოლო 7 სეზონიდან ერთ-ერთში (2015/16) აპოელ-ი ჩემპიონი სწორედ ქეცბაიამ გახადა, თუმცა ტიტული არ ეთვლება, რადგან ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მოხსნეს. ქეცბაია იმედოვნებს, რომ ნიქოზიური პუბლიკა მას ტაშით შეეგებება. 

ამ თამაშისთვის არის შანსი, რომ გუნდს დაუბრუნდება თორნიკე ოქრიაშვილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მატჩამდე სულ 2 ვარჯიშს ასწრებს, მისი შანსები არც ისე მაღალია. 

ნიკა კაჭარავა კვლავ ნიღბით თამაშობს

მატჩისთვის ქართველთაგან გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და ნიკა კაჭარავა ემზადებიან. ეს უკანასკნელი ბოლო მატჩში ქეცბაიამ შეცვლაზე გამოცვალა (ამ თამაშს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი დაესწრო). დაუშვილს ყვითელი ბარათები დაუგროვდა, მაგრამ მატჩს არ გამოტოვებს, რადგან აპოელ-თან მე-5 ტურიდან გადმოტანილი მატჩია.

ზუსტად ამ მიზეზის გამო, ჯანო ანანიძეს აპოელ-თან თამაშის უფლება არ აქვს - მე-5 ტურისთვის ჯანო მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები