Thumbnail

ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძის 3 გოლი საფრანგეთის თასზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მონპელიემ 36:15 დამარცხა სელესტადი და თასის მეოთხედფინალში გავიდა
  • გიორგი ცხოვრებაძის კიდევ ერთი წარმატებული მატჩი საფრანგეთში

გიორგი ცხოვრებაძემ 3 გოლი გაიტანა საფრანგეთის თასის მერვედფინალში, რომელშიც მისმა გუნდმა, მონპელიემ 36:15 დამარცხა სელესტადი და მეოთხედფინალში გავიდა.

კლუბის ვებგვერდი ასე გამოეხმაურა ქართველი ხელბურთელის თამაშს: “მონპელიე 26:12-ს იგებდა, როდესაც პატრის კანაიემ მოედანზე კაპიტან ვალონტან პორტის ნაცვლად მოედანზე ახალგაზრდა ტალანტი, ცხოვრებაძე შეუშვა. ცაციამ თავისი პირველი გოლი 46-ე წუთზე შვიდიმეტრიანიდან გაიტანა, თუმცა, ორი წუთის შემდეგ მეორე ააცილა. ცხოვრებაძემ კიდევ ორი გოლი თამაშიდან შეაგდო“.

ჯამში, 19 წლის ქართველის 5 დარტყმიდან 3 შედეგიანი იყო, მონპელიე კი თასის მეოთხედფინალშია. ცხოვრებაძემ წინა სათასო მატჩში, მეთექვსმეტედფინალშიც გამოიჩნა თავი, როცა ანესის 5 გოლი გაუტანა.

მონპელიე 36:15 სელესტადი 

მონპელიე: ბონფუა 17/29, პორტნერი 3/6, შეგო - რიშარსონი 8/5, დესკა 7/5, ვილმინო 6/4, ლენი 5/4, ბოსი 5/4, გრები 5/4, ცხოვრებაძე 5/3, ტრუხანოვიჩუსი 4/3, სიმონეტი 2/2, პეტერსონი 3/2, პორტი 1/0, აფგური, სუსი.

კომენტარები

ბოლო ამბები