Thumbnail

ფრანგებმა ინგლისელები დაამარცხეს - 6 ერის ლიდერი უელსია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საფრანგეთი 24:17 ინგლისი
  • 6 ერის პირველი ტური დასრულდა - უელსი ლიდერია

6 ერის პირველი ტური საფრანგეთისა და ინგლისის მატჩით დასრულდა. მასპინძლებმა 'სტად დე ფრანსზე' საოცარი პირველი ტაიმი ჩაატარეს და შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, რითაც მატჩის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებმა მეორე ნახევარში სხვაობის შემცირება სცადეს, თუმცა მატჩი 17:24 წააგეს.

6 ერის ლიდერი უელსის ნაკრებია, რომელმაც იტალიას ბონუსქულით მოუგო. საფრანგეთი მე-2 ადგილზეა 4 ქულით, ასევე 4 ქულა აქვს ირლანდიას, რომელმაც შოტლანდია დაამარცხა. 6 ერის მომდევნო ტური მომავალ კვირას გაიმართება.

საფრანგეთი: ლელო - რატეზი (5), ოლივონი (19,54). ნტამაკიმ სამივე ლელო გარდასახა და ერთი ჯარიმაც გაიტანა.

ინგლისი: ლელო - მეი (56, 64). ფარელმა ორივე გარდასახვა გაიტანა და ჯარიმაც გამოიყენა.

კომენტარები

ბოლო ამბები