Thumbnail

ირლანდიამ შოტლანდია დაამარცხა - სექსტონის ბენეფისი ავივაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ირლანდია 19:12 შოტლანდია
  • ჯონი სექსტონმა შოტლანდიასთან 19 ქულა გააკეთა 

6 ერის მე-2 შეხვედრაში ბრიტანული დაპირისპირება შედგა. ირლანდიამ შოტლანდიის ნაკრებს ''ავივა სტედიუმზე'' უმასპინძლა და მეტოქეს 19:12 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან საოცარი მატჩი ჩაატარა ჯონი სექსტონმა, რომლის ანგარიშზეც ირლანდიელთა ყველა ქულა იყო.

ირლანდიამ პირველი ტაიმი 10:6 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ 3 ქულით აჯობა, რითიც 6 ერში მეორე ადგილზეა. ირლანდიელთა მომდევნო მეტოქე მოქმედი ჩემპიონი უელსი იქნება.

ირლანდია - სექსტონმა დადო ლელო, გაიტანა გარდასახვა და 4 ჯარიმა.

შოტლანდია - ჰასტინგსმა 4 ჯარიმა გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები