Thumbnail

წუთიერი დუმილი დინამო არენაზე - ნაკრებებმა ბურდიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპა
  • საქართველოსა და რუმინეთის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ''დინამო არენაზე'' უპირისპირდებიან. ''ბორჯღალოსნებმა'' და რუმინელმა ''მუხებმა'' მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყეს, რითიც საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაღუპულ ბექა ბურდიაშვილს მიაგეს პატივი.

26 წლის ქართველი მორაგბე ფედერალ 1-ის გუნდის, გრაულეტუას ღირსებას იცავდა. ტრავმის შემდეგ, ბექა მოედანს უბრუნდებოდა. ის სტადიონიდან 25 კილომეტრში ცხოვრობდა და ვარჯიშისკენ მიმავალ ავტოკასტროფაში დაიღუპა.

📋 მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები