Thumbnail

NBA | ისევ კოჭი! დალასში ლუკა დონჩიჩზე ნერვიულობენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლუკა დონჩიჩი ვარჯიშზე დაშავდა და მინიმუმ ერთ მატჩს გამოტოვებს
  • ზუსტი დიაგნოზი მალე გახდება ცნობილი

დალასში ლუკა დონჩიჩის გამო ნერვიულობენ! მავერიკსის სუპერვარსკვლავმა ისევ მარჯვენა კოჭის ტრავმა მიიღო და ჰიუსტონ როკეტსთან მნიშვნელოვან თამაშს გამოტოვებს. ESPN-ის ინფორმაციით, MRT ცხადყოფს, რამდენად სერიოზულია დონჩიჩის ტრავმა. სლოვენიელი ვარჯიშის დროს დაშავდა - მას ფეხი გადაუბრუნდა.

ESPN წერს, რომ ეს დაახლოებით ისეთივე ტრავმაა, როგორიც დონჩიჩმა დეკემბერში, მაიამი ჰიტთან შეხვედრის დროს მიიღო. ლუკამ მაშინ 4 მატჩი გამოტოვა და 10 დღე ვერ ვარჯიშობდა. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, ზუსტად რამდენ შეხვედრას გამოტოვებს სლოვენიელი. დიდი შანსია, რომ ჰიუსტონთან მატჩის შემდეგ, მან ვერც ატლანტასთან (კვირას) ითამაშოს.

ამრიგად, დალასს დააკლდება ლიდერი, რომელიც ამ სეზონში 43 მატჩში საშუალოდ 28,8 ქულას, 9,5 მოხსნას და 8,7 პასს აგროვებდა. დონჩიჩმა 16 თებერვალს პირველად უნდა ითამაშოს ყველა ვარსკვლავის მატჩში, რომელიც ჩიკაგოში გაიმართება. მავერიკსი 29 მოგებითა და 18 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები