Thumbnail

შენგელიას 14 ქულა და ჯენინგის მიღწევა - ბასკონიამ ოლიმპიაკოსთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოლიმპიაკოსი 80:70 ბასკონია
  • თორნიკე შენგელია: 14 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასი

ევროლიგის რეგულარული სეზონის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია საბერძნეთში ოლიმპიაკოსს ესტუმრა და 10 ქულის სხვაობით დამარცხდა - 70:80.

ქართველთა გუნდმა ბერძნებთან ოთხივე პერიოდი წააგო. თორნიკეს პირველ ტაიმში უკვე 10 ქულა და 5 პასი ჰქონდა. სამწუხაროდ, ქართველმა კალათბურთელმა მეორე ტაიმში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო. მან 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმჩო ჩააგდო, რასაც 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.

მეტ ჯენინგმა სულ 5 ქულა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თითო ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო. ჯენინგისთვის ოლიმპიაკოსთან ჩაგდებული სამიანი ევროლიგის კარიერაში 250-ე იყო.

ბასკონია 8 მოგებით და 14 მარცხით ევროლიგაში მე-14 ადგილზეა და მომდევნო ტურში მადრიდის რეალს ესტუმრება, რომელსაც ვიტორიელებმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში შენგელიას ბრწყინვალე თამაშით მოუგეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები