Thumbnail
  • 32 წლის ურუგვაელი 2020 წლის ზაფხულამდე პარი სენ ჟერმენში დარჩება
  • ედინსონ კავანის გადაბირება მადრიდის ატლეტიკოს უნდოდა

ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ედინსონ კავანი მინიმუმ 2020 წლის ზაფხულამდე პარი სენ ჟერმენში დარჩება. 32 წლის ურუგვაელი ფორვარდის გადაბირება მადრიდის ატლეტიკოს სურდა და ტრანსფერის ალბათობა მაღალი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

ფრანგული კლუბი კავანის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდა, ატლეტიკო კი მხოლოდ 10 მილიონის გადასახდელად იყო მზად. მადრიდელები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაზრდიდნენ თანხას, თუ ტომ ლემერს გაყიდიდნენ სარფიანად, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რამაც კავანის პარიზში დარჩენა განაპირობა.

კომენტარები

ბოლო ამბები