Thumbnail

'მთავარია, რომ კოსოვოსთან მატჩამდე 6 ქულით მივედით' - შაბათს გადამწყვეტი მატჩია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ავსტრია დიდი ანგარიშით დაამარცხა
  • ავთანდილ ასათიანის გუნდს ბოლო მატჩი კოსოვოს ნაკრებთან ელის

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო F ჯგუფში მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ავსტრიის ნაკრებს დიდი ანგარიშით, 9:2 სძლიეს.

საქართველოს ნაკრებმა 6 ქულა მოაგროვა და ჯგუფს სათავეში უდგას. 3-3 ქულა აქვთ გერმანიას და კოსოვოს, ავსტრია კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა. ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან, 1 თებერვალს გამართავს.

ავსტრიასთან მოგებული მატჩი საქართველოს ფუტსალის ნაკრების მოთამაშეებმა და მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა შეაფასეს.

ავთანდილ ასათიანი (ნაკრების მწვრთნელი): "ზეგ გასამართი მატჩისთვის კარგი რეპეტიცია გამოგვივიდა. მთავარია, რომ კოსოვოსთან მატჩამდე 6 ქულით მივედით. კარგია, რომ ძალების დაზოგვით მატჩის მოგება შევძელით."

არჩილ სებისკვერაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა

არჩილ სებისკვერაძე: "ავსტრია სუსტი გუნდი იყო - კარგად ვითამაშეთ და მშვენიერი შედეგი დავაფიქსირეთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მეტოქე კოსოვოა, რომელთანაც არ უნდა წავაგოთ. ჩვენი მაქსიმალური ძალებით კოსოვოს აუცილებლად დავამარცხებთ."

გიორგი ღავთაძე (ნაკრების დებიუტანტი): "პირველი ოფიციალური მატჩი მქონდა ეროვნულ ნაკრებში. მოედანზე პირველი შესვლის გრძნობას ვერ აღვწერ. კოსოვოსთან მატჩი გველის და ჯგუფი 9 ქულით უნდა დავასრულოთ."

📺 ვიდეო: საქართველო 9:2 ავსტრია (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები