Thumbnail
  • 25 წლის ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედში გადადის
  • ბარსელონას სპორტინგის ნახევარმცველის შეძენა და როდრიგოში გასვლა სურდა

პორტუგალიური Record ამტკიცებს, რომ ლისაბონის სპორტინგის ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედში გადავა.

ოლე-გუნარ სულშერის გუნდი მზად არის, მის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადოს, ასევე სპორტინგი 25 მილიონ ევროს ბონუსების სახით მიიღებს, რომელთაგანაც 10 მილიონი იოლად მისაღწევია. გარიგება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაფორმდება.

ფერნანდეში სპორტინგში გენუის სამპდორიიდან 10 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში პრიმეირაში ფერნანდეშმა 17 მატჩში 8 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა. 25 წლის ფეხბურთელს ლისაბონურ კლუბთან 2023 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი. 

ამ გარიგებით ბარსელონა უნდა იყოს უკმაყოფილო, რადგან კატალონიურ გრანდს სურდა ფერნანდეშის შეძენა, შემდეგ მისი იჯარით ვალენსიაში გაშვება, სამაგიეროდ კი "ღამურებისგან" როდრიგოს მიიღებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები