Thumbnail

'სიმეონე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია' - კირან ტრიპიე მადრიდში ბედნიერია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ინგლისელმა სიმეონეზე ისაუბრა
  • ტრიპიე ამბობს, რომ არგენტინელი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია...

კირან ტრიპიე უკვე 6 თვეა რაც მადრიდში ცხოვრობს. ინგლისის ნაკრების წევრი ფიქრობს, რომ მისი კარიერა დიეგო სიმეონეს ხელში წინ მიდის - მწვრთნელის, რომელიც მისი აზრით მსოფლიოში საუკეთესოა.

"ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახია, ჩემი მეუღლე და ორი შვილი - ჯერ ოჯახი უნდა დამებინავებინა ახალ ქალაქში, რაც მალე მოხდა, მადრიდს მალე აუღეს ალღო და ამან ცხოვრება ძალიან გამიადვილა. ესპანური თითქმის ვისწავლე, მეტწილად ლაპარაკი მესმის, საუბარი მიჭირს, მაგრამ გამოვასწორებ..."

"აქ სხვა გარემოა, ყველას ერთმანეთი უყვარს, თუნდაც ბალახის მომვლელი, ან დაცვის ბიჭი - ყველა გეხუტება და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. ინგლისში ასეთი დამოკიდებულება ხანდახან გაკლია, იქ ხალხი ასეთი გახსნილი არ არის."

"არის თუ არა დიეგო სიმეონე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი? ჩემთვის პერსონალურად არის! ფეხბურთელი ამას მაშინ ხვდება, როდესაც მის ხელში უწევს თამაში. თუმცა კლოპს, გვარდიოლას და შონ დაიკს ვერ დავივიწყებ. შონ დაიკის ამაგს არასოდეს დავივიწყებ!" - ამბობს ტრიპიე.

კომენტარები

ბოლო ამბები