Thumbnail

ისრაელ ფოლაუ დაბრუნდა! ავსტრალიელი ფრანგულ კლუბში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ავსტრალიის ნაკრების ყოფილ მორაგბე კარიერას აგრძელებს
  • მან ფრანგულ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

ავსტრალიის ნაკრების მორაგბე ისრაელ ფოლაუ სოციალურ ქსელში გაკეთებული უპატივცემულო განცხადებების გამო ნაკრებიდან მოკვეთეს. ავსტრალიის რაგბის კავშირმა მას კონტრაქტი 2019 წლის მაისში გაუწყვიტა, რის გამოც ფოლაუმ სასამართლოში იჩივლა. მორაგბე მიიჩნევდა, რომ ის რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. ფოლაუ რაგბის კავშირს 14 მილიონ ავსტრალიურ დოლარს ედავებოდა, რაც დაახლოებით 9,5 მილიონი ამერიკული დოლარია.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ორივე მხარე გარკვეულ თანხაზე შეთანხმდა, თუმცა ფოლაუსთვის გადასახდელი თანხა მკაცრად გასაიდუმლოებულია.

უორატასთან და რაგბი ავსტრალიასთან გაწყვეტილი კონტრაქტის შემდეგ, ფოლაუს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება სურდა და ტონგას 13-კაცა ნაკრებში თამაშს აპირებდა, თუმცა რაგბი ლიგამ ავსტრალიელს ამის უფლება არ მისცა. მათ ფოლაუს თხოვნა არ გაითვალისწინეს და 13-კაცა ნაკრებში თამაშზეც უარი უთხრეს.

ავსტრალიის რაგბის კავშირთან დადებული ზავის შემდეგ, ისრაელ ფოლაუ ბრუნდება და ის ფრანგულ რაგბი ლიგის კლუბში, კატალან დრაგონსში ითამაშებს. ფოლაუმ გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

რაგბის ლიგის კლუბმა უიგან უორიორსმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ მეექვსე ტურის მატჩი, რომელსაც გუნდი კატალან დრაგონსის წინააღმდეგ გამართავს, ლგბტ თემის მხარდამჭერი დღე იქნება. მატჩზე ლგბტ თემის წარმომადგენლებს მიიწვევენ, რათა რაგბიში თანასწორობის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაესვას.

კომენტარები

ბოლო ამბები