Thumbnail

ოკლაჰომას კალათბურთელი ბასკონიაში - შენგელიას ახალი თანაგუნდელი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სემაჟ კრისტონი კარიერაში მეოთხე ევროპულ გუნდში ითამაშებს
  • ოკლაჰომას ყოფილი კალათბურთელი ბოლოს ფრანგულ ლიმოჟში თამაშობდა

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ახალი კალათბურთელი დაიმატა. ვიტორიელთა რიგებს ამერიკელი მოთამაშე სემაჟ კრისტონი შეუერთდა, რომელიც 2016-2017 წლებში ოკლაჰომაში თამაშობდა.

შენგელიას ახალი თანაგუნდელისთვის ეს მე-4 ევროპული კლუბია. კრისტონი ბასკონიამდე პესაროს, ჰაპოელ ბეერ შევასა და ლიმოჟის ღირსებას იცავდა. სემაჟი ესპანურ გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება.

კრისტონი ფრანგული ლიმოჟის რიგებში ევროთასზე საშუალოდ 17,6 ქულას, 2,4 მოხსნასა და 8 გადაცემას აგროვებდა. სემაჟი გამთამაშებლის პოზიციაზე პიერ ჰენრისა და ლუკა უილდოსას კონკურენტი იქნება.

ბასკონია მიმდინარე სეზონში რთულ მდგომარეობაშია. შენგელიას გუნდი ლიგა ენდესაში 18 ქულით მე-10 ადგილზეა. რაც შეეხება ევროლიგას, ვიტორიელები 8 მოგებით მე-13 ადგილზე არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები