Thumbnail

დებიუტი ოლიმპიაკოსთან? ჯანო ანანიძეს კვიპროსში თამაშის უფლება მისცეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ჯანო ანორთოსისის მოთამაშედ დაარეგისტრირა
  • 27 წლის ნახევარმცველის დებიუტი ქეცბაიას გუნდში შესაძლოა სათასო მატჩში შედგეს 

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ჯანო ანანიძე, როგორც ანორთოსისის ფეხბურთელი, უკვე დაარეგისტრირა და თუკი გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველის დებიუტი ანორთოსისში 29 იანვარს, სათასო დაპირისპირებაში შედგება.

ჯანო ანორთოსისს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა

ქართველი ლეგიონერების გუნდი კვიპროსის თასის გათამაშების ⅛-ფინალის საპასუხო მატჩში ნიქოზიის ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს. გუნდების პირველი დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

ჯანო ანანიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი მოსკოვის სპარტაკთან გაწყვიტა, კვიპროსულ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა. ჯანო ამ გუნდის მეხუთე ქართველი ლეგიონერი გახდა გიორგი ლორიას, ნიკა კაჭარავას, თორნიკე ოქრიაშვილისა და მურთაზ (ბუბა) დაუშვილის შემდეგ. ქეცბაიას ასისტენტი სოსო ჭედიაა. 

თემურ ქეცბაიას ანორთოსისში უკვე 5 ქართველი ლეგიონერი ჰყავს 

📋 მეტი ამ თემაზე

ფამაგუსტას ანორთოსისი, რომელიც პოლიტიკური მიზეზების გამო ლარნაკაშია ბაზირებული, კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ლიგაში ჩატარებული 16 მატჩის შემდეგ, ქეცბაიას გუნდს 36 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ ომონიას, რომელსაც თამაშით მეტი აქვს, ქულით უსწრებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები