Thumbnail

მხოლოდ 3 ცხედარია ნაპოვნი - ბრაიანტის შვეულმფრენის კატასტროფის მორიგი დეტალები

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დაღუპულების ძებნის ოპერაცია გრძელდება, ჯერ არავინაა იდენტიფიცირებული
  • წყარო: კობი ბრაიანტის შვეულმფრენს 'შავი ყუთი' არ ჰქონდა

TMZ-მ, გამოცემამ, რომელმაც ყველაზე პირველმა გამოაცხადა კობი ბრაიანტის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ, ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, შვეულმფრენის კატასტროფის ადგილზე 9 დაღუპულიდან მხოლოდ 3 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა მათი იდენტიფიკაცია ჯერ არ მომხდარა. 

ძებნა კვირას ღამის განმავლობაში (თბილისის დროით ორშაბათ დილით) მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ძებნა შეწყდა, სიბნელისა და უსაფრთხოების პრობლემის გამო. ორშაბათს ძებნა განახლდა, თუმცა სხვა სიახლე ჯერ არ გაცხადებულა.

ძებნა გრძელდება

NTSB ამტკიცებს, რომ კატასტროფაში მოხვედრილ შვეულმფრენს "შავი ყუთი" არ ჰქონდა და ეს აუცილებელიც არ ყოფილა. ბორტზე იყო iPad, რომელიც იწერდა შვეულმფრენის მარშრუტს, ამინდის მდგომარეობასა და სხვა საჭირო ელემენტებს. 

ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან 3 არასრულწლოვანი იყო. დაღუპულები არიან: კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა ბრაიანტი, კალათბურთის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი მეუღლე კერი და ქალიშვილი ალისა, კალათბურთის მწვრთნელი კრისტინა მაუზერი, სარა ჩესტერი და მისი ქალიშვილი პაიტონი, მფრინავი არა ზობაიანი.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები