Thumbnail
  • ინგლისურმა კლუბმა არგენტინელი 2019 წელს იჯარით დაიმატა
  • ტოტენჰემმა ჯოვანი საბოლოოდ გამოისყიდა

სულ ცოტა ხნის წინ კრისტიან ერიკსენი ოფიციალურად გადავიდა მილანის ინტერში. ტოტენჰემმა დანიელს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ერიკსენის გაცილების გარდა “დეზებმა” ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჯოვანი ლო სელსო ბეტისისგან საბოლოოდ გამოისყიდეს. არგენტინელი ინგლისურმა კლუბმა 2019 წლის ზაფხულში იჯარის წესით დაიმატა. ახალი შეთანხმების მიხედვით, ნახევარმცველი კლუბში 2025 წლამდე დარჩება.

23 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, სადაც ვერც გოლი გაიტანა და ვერც თანაგუნდელს გაატანინა. არგენტინელმა თავი გამოიჩინა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში, მან 3 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები