Thumbnail

სვანეთში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშება დაიწყო

  • ასპარეზობა ორდღიანი იყო და მასში მონაწილეეობა 60-მდე სპორტსმენმა მიიღო
  • გოგონებმა და ვაჟებმა საუკეთესო შედეგები სლალომსა და გიგნატურ სლალომში აჩვენეს 

სვანეთში სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშებამ სამთო-სათხილაურო სპორტში. შეჯიბრების პირველი ეტაპი, რომელსაც ჰაწვალმა უმასპინძლა, კალენდრის მიხედვით დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა უთოვლობის გამო იანვრის ბოლოსკენ გადაიწია. 

ასპარეზობა ორდღიანი იყო და მასში მონაწილეეობა 60-მდე სპორტსმენმა მიიღო. სამ ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე გოგონებმა და ვაჟებმა საუკეთესო შედეგები  სლალომსა და გიგნატურ სლალომში გამოავლინეს. 

ტურნირი 25 იანვარს სლალომით დაიწყო და მედლების 6 კომპლექტი გათამაშდა. 2006-07 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის საუკეთესო ლიზა გაავა იყო, იმავე ასაკის ვაჟებში კი ლუკა დულათმა გაიმარჯვა. 2004-05-იანებში გამარჯვებები მარი ჩოგაძემ და ლუკა ბუჩუკურმა იზეიმეს. უფროსი ასაკის მოთხილამურეთა შორის კი პირველი ადგილები კატო გოცირიძესა და ნიკოლოზ გაგაძეს ერგოთ.

ტურნირი გიგანტური სლალომით გაგრძელდა. ყველაზე უმცროს ასაკში საუკეთესონი იყვნენ ნატა მეხეშიძე და ლუკა დულათი. 2004-05 წლებში დაბადებულებს შორის მარიამ ნავერიანმა და ლუკა ბუჩუკურმა იმარჯვეს. უფროსებში კი პირველობა არავის დაუთმეს კატო გოცირიძემ და ირაკლი არღვლიანმა. 

საქართველოს თასის გათამაშების მომდევნო ორ ეტაპს გუდაური უმასპინძლებს, შეჯიბრებები 7-8 და 21-22 მარტისთვისაა ჩანიშნული. სპორტული სეზონი ისევ სვანეთში, 10-11 აპრილს, მეოთხე ეტაპით დაიხურება.

კომენტარები

ბოლო ამბები