Thumbnail
  • ალექსის სანჩესი ინტერში გასულ ზაფხულს იჯარის წესით გადავიდა
  • 31 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მანჩესტერში დაბრუნდება

ალექსის სანჩესი სეზონის ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდება. ამის შესახებ "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ისაუბრა.

"ალექსისი ზაფხულში დაბრუნდება და დაგიმტკიცებთ ყველას, რომ ცდებოდით", - განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

სანჩესი ინტერში წარდგენის დღეს

მანჩესტერ იუნაიტედმა 31 წლის ფეხბურთელი 2018 წლის დასაწყისში არსენალიდან დაიმატა. ჩილელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ინგლისურ კლუბში სანჩესი ცუდად გამოიყურებოდა, მან 45 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა. ამის გამო კლუბმა ალექსისი გასულ ზაფხულს იჯარით ინტერში გაუშვა.

ფორვარდი კარგად ვერც იტალიაში გამოიყურება. ცუდი სათამაშო ფორმის გარდა, ჩილელი ხშირად ტრავმიანობს. ინტერში მისი თამაშით უკმაყოფილოები არიან. მან სერია A-ს მიმდინარე სეზონში სულ 5 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები