Thumbnail
  • ფრანგის სახელს ლივერპულს ბოლო დროს ხშირად უკავშირებენ
  • კილიან მბაპეს ოცნების გუნდი მადრიდის რეალია  

ფრანგმა ჟურნალისტმა ჯულიენ ლორენსმა კილიან მბაპესა და ლივერპულის შესახებ ისაუბრა და 21 წლის ფეხბურთელის ინგლისში ტრანსფერის შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა.

"ეს ძალიან მარტივია - თუ ლივერპულს შეუძლია გადაიხადოს 253 თუ 295 მილიონი ფუნტი, მაშინ ის მბაპეს გაიფორმებს. ეს არის თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაშიც პსჟ კილიანს გაუშვებს", - განაცხადა ლორენსმა ESPN-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ მბაპემ ლივერპული შეაქო და მისი თამაში მოიწონა. უცხოურ მედიაში კილიანის სახელი "მერსისაიდულ" გუნდს რამდენჯერმე დაუკავშირეს. ფრანგი სულ რაღაც 21 წლისაა და ის უკვე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად თანამედროვე ფეხბურთში. მან პარი სენ-ჟერმენის მაისურით 110 მატჩი ითამაშა და 81 გოლი გაიტანა.

ლივერპულელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გავრცელებულ ჭორებზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა და განაცხადა, რომ ისეთი კალიბრის მოთამაშის დამატება, როგორიც კილიანია, მის გუნდს არ შეუძლია, რადგან საკმარისი თანხა არ აქვს. 

გარდა ინგლისური კლუბისა, ფრანგის სახელს მადრიდის რეალს უკავშირებენ. თავად ფეხბურთელის ოცნებაც "სამეფო კლუბში" თამაშია. მისი დამატება სურს თანამემამულე ზინედინ ზიდანსაც, თუმცა მბაპეს პსჟ-ისგან ყიდვა მარტივი არ არის.

კილიანმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 13 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები