Thumbnail
  • რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს უნდა გამართულიყო
  • რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის 

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო. გუნდებს სამ კანდიდატს შორის არჩევანი 30 იანვარს უნდა გაეკეთებინათ, თუმცა ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ თარიღი შეეცვალათ. მათი თხოვნა საარჩევნო წესდების სრული დაცვით დაკმაყოფილდა.

არჩევნების ახალი თარიღი 24 თებერვალია. რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის: გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე. 

სავარაუდოდ, არჩევნების მოგების მთავარი კანდიდატი ისევ გოჩა სვანიძეა. შეგახსენებთ, რომ მოქმედი პრეზიდენტი კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: ლელომ, აკადემიამ, აიამ, ჯიქმა, ყოჩებმა, იუნკერებმა, ბაგრატმა, არესმა, დინამომ, ზესტაფონის არწივებმა, გორდამ, ივერიამ, წიქარამ, ავჭალამ, ფოთის კოლხი რაინდებმა, ჯრუჭმა, ლაშარმა, მიმინომ.

კომენტარები

ბოლო ამბები