Thumbnail
  • NBA-ს მატჩებში სპორტი მეორეხარისხოვანი იყო
  • მოთამაშეები და გულშემატკივრები კობი ბრაიანტის ტრაგედიაზე ფიქრობდნენ

კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ NBA-ს გუნდები და ვარსკვლავები ლეგენდარულ კალათბურთელს სხვადასხვა სახის ემოციურ აქციებს უძღვნიან.

დალასისა და ოკლაჰომას მატჩში, წუთიერი დუმილის შემდეგ, მავერიკსმა 8-წამიანი პაუზა აიღო (კობი ბრაიანტის მე-8 ნომრის გამო). ამის შემდეგ, უკვე სიტი თანდერმა გააკეთა 24-წამიანი პაუზა (კობის 24-ე ნომერიც ჰქონდა) და Shotclock-ზეც 24 გაჩერდა.

რამდენიმე კალათბურთელმა სპორტულ ფეხსაცმელზე დაიწერა კობის გვარი. დალასის სუპერვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩს ფეხსაცმელზე შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ყველა გარდაცვლილის გვარი ეწერა.

“ეს იყო ყველაზე რთული თამაში მათ შორის, რაც ოდესმე მითამაშია. ჯერაც ვერ ვიჯერებ. ყოველთვის ჩვენთან იქნება,” - დაწერა სლოვენიელმა ‘ტვიტერზე’. კითხვაზე, რა მოენატრება ყველაზე მეტად, დონჩიჩმა მატჩის შემდეგ ასე უპასუხა: “ყველაფერი! სწორედ კობი ბრაიანტი იყო ჩემი მოტივაცია, რომ მეთამაშა კალათბურთი.”

ოკლაჰომას ვარსკვლავმა კრის პოლმა, რომლისთვისაც კობი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო, თამაში გამოტოვა. იგი არ იყო მზად, რომ ეთამაშა. “კრისს რამდენჯერმე ვესაუბრე. ვისურვებდი, რომ ჩვენი საუბრის შინაარსი საიდუმლოდ დარჩეს. ეს ჩემი და კრისის საქმეა, მაგრამ ის ნორმალურადაა. ეს მისთვის პირადი ამბავია,” - განუცხადა ESPN-ს ოკლაჰომას მწვრთნელმა ბილი დონოვანმა.

📋 მეტი ამ თემაზე:

გუნდებმა კალათბურთიც ითამაშეს. დალასმა 107:97 მოიგო. დონჩიჩმა 29 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა - ისევე, როგორც კრისტაპს პორზინგისმა (14 ქულა, 11 მოხსნა). ოკლაჰომადან საუკეთესო დენის შრიოდერი იყო 21 ქულით. თუმცა, სპორტი იმ საღამოს ოკლაჰომაში აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი გახლდათ.

მინესოტაში კობის რეკორდი გაიხსენეს

ასევე ძალიან ემოციური იყო მინესოტასა და საკრამენტოს მატჩში (129:133) მომხდარი ამბავი. წუთიერი დუმილის შემდეგ ტიმბერვულვზმაც 8-წამიანი პაუზა აიღო. ამ დროს, ენდრიუ უიგინსმა ბურთი იმ საჯარიმო ხაზზე დადო, საიდანაც კობი ბრაიანტმა 2014 წლის 14 დეკემბერს ჩააგდო და ამით მაიკლ ჯორდანს ყველა დროის ბომბარდირებში გადაასწრო. შეგახსენებთ, რომ კობი მესამე ადგილზე იყო და კვირას, მის დაღუპვამდე გადაასწრო ლებრონ ჯეიმსმა. გარდა ამისა, კარლ-ენტონი თაუნსი და უიგინსი თამაშის წინ კობის ნომრებით გამოვიდნენ.

8 და 24-წამიანი პაუზები სხვა არენებზეც დაფიქსირდა. მაყურებლები 24 წამის განმავლობაში დუმდნენ. ბევრი მოთამაშის ფეხსაცმელებზე ნახავდით წარწერებს.

კომენტარები

ბოლო ამბები