Thumbnail

ფინალი ორლეანს მოაგებინა - სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მელბურნის გრან პრის ბრინჯაოს, საფრანგეთის ჩემპიონობა მოყვა
  • სანდრო ბაზაძე ორლეანს შეუერთდა

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ორლეანის შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. 26 წლის სპორტსმენი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-7 პოზიციაზეა 117 ქულით, ევროპის სამგზის ბრინჯაოს პრიზიორია (თბილისი 2017; ნოვი სადი 2018; დიუსელდორფი 2019).

2020 წელი მან წარმატებით დაიწყო, ჯერ მონრეალის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახლა კი თავი საკლუბო ასპარეზზე გამოიჩინა. საფრანგეთის ჩემპიონატში 27 კლუბი იბრძოდა. სხვათა შორის, ორლეანმა ფინალში საფრანგეთის ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულ გუნდს მოუგო. ორლეანი 37:40-ს აგებდა, როცა სანდრომ ვენსან ანსტეს აჯობა და გუნდს ტიტული მოაგებინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები