Thumbnail
  • რეალმა კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო
  • სერხიო რამოსს ვარჯიშზე კობი ბრაიანტის მაისური ეცვა

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის დაღუპვას მადრიდის რეალი გამოეხმაურა. კლუბის ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ გუნდის მოთამაშეებმა ვარჯიშის დაწყებამდე კობი ბრაიანტის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გარდა ამისა, მადრიდის რეალის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა კობი ბრაიანტის 10-ნომრიანი მაისურით ივარჯიშა. სერხიომ ინსტაგრამის გვერდზე ბრაიანტს ვრცელი პოსტიც მიუძღვნა.

''ჯერ კიდევ არ მჯერა. შენ კალათბურთისთვის ყველაფერი იყავი - ღიმილი, დაუჯერებელი სროლები, გამარჯვებულის მენტალიტეტი, სამუშაო ეთიკა. შენ იყავი ლიდერი, გენიოსი, მისაბაძი ადამიანი ყველასთვის.

ბევრისთვის შენი მიღწევებით ინსპირაციის წყარო იყავი. შენ მე NBA-ს ქომაგი გამხადე და დამეხმარე, რომ უკეთესი სპორტსმენი ვყოფილიყავი. ერთადერთი რამ, რაც არ უნდა გაგეკეთებინა, ეს ჩვენი დატოვება იყო. ვიზიარებ კობისა და თვითმფრინავში დაღუპულთა ოჯახის წევრების მწუხარებას'' - დაწერა სერხიომ ინსტაგრამზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები