Thumbnail

'ყველა სპორტის ლეგენდა' - სარაგბო სამყარო ბრაიანტის დაღუპვაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კობი ბრაიანტის დაღუპვას სარაგბო სამყარო გამოეხმაურა
  • ნაკრებები და ცალკეული მორაგბეები კობის ოჯახს უსამძიმრებენ

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის დაღუპვას მსოფლიოს სარაგბო სამყაროც გამოეხმაურა და კობის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

ახალი ზელანდიის ნაკრების ოფიციალურ გვერდზე ბრაიანტის ფოტო გამოქვეყნდა წარწერით: მშვიდად განისვენე, კობი. ლეგენდა.

ფიჯის მორაგბეთა ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა განცხადება გამოაქვეყნა: მსოფლიოს სპორტულმა სამყარომ დიდი დანაკლისი განიცადა. ფიჯის რაგბის ოჯახი დამწუხრებულია კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის გარდაცვალების გამო. ლეგენდა ძალიან მოგვენატრება.

ამერიკის რაგბის კავშირი: სპორტის ლეგენდა. ჩვენი ფიქრები საკალათბურთო საზოგადოებისკენაა მიმართული. მშვიდად განისვენე, ლეგენდავ შენს შვილთან ერთად.

გარდა ნაკრებებისა, ბრაიანტის გარდაცვლებას ცნობილი მორაგბეები გამოეხმაურნენ, რომლებმაც დიდი მწუხარება გამოთქვეს კობის სიკვდილის გამო.

სერხიო პარისე (იტალიური რაგბის ლეგენდა): ვერ ვიჯერებ ამ ამბავს.

ჟულიან სავეა: მშვიდად განისვენე, ლეგენდავ შენს შვილთან ერთად. შეძრწუნებული ვარ ამ ფაქტით.

მეტიუ ბასტარო: მშვიდად განისვენე, მეგობარო.

დენ კარტერი: მშვიდად განისვენეთ, კობი და ჯიანა ბრაიანტებო. ახლა ბრაიანტების ოჯახზე და იმ ოჯახებზე ვფიქრობ, რომლებიც ავიაკატასტროფით დაზარალდნენ. მათთვის ძალიან რთული დროა. ძალიან სამწუხარო ამბავია.

კომენტარები

ბოლო ამბები