Thumbnail

შემზარავი პარალელი - კობი ბრაიანტის ჩამოვარდნა ანიმაციაში 2016 წელს აჩვენეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ანიმაცია, რომელსაც ქვემოთ ნახავთ, 2016 წელს აჩვენეს
  • მასში ბრაიანტის შვეულმფრენით ჩამოვარდნაა ასახული

თავის დროზე, ამ ანიმაციაზე ხალხი იცინოდა. დღეს მისი ნახვა შემზარავ განცდებს იწვევს.

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის (†41) ტრაგიკულად დაღუპვამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ქვემოთ ნახავთ მონაკვეთს ანიმაციური სერიალიდან Legends of Chamberlain Heights (Comedy Central), რომელიც 2016 წელს უჩვენეს და რომელშიც ბრაიანტის შვეულმფრენით ჩამოვარდნაა ასახული.

ეს გახლდათ სერია “End of Days” (ეპიზოდი 8, ნაწილი 1), რომელშიც კობის ლეიკერსის ფერებში გადაწყვეტილი შვეულმფრენი ვარდება და ფეთქდება.

აღსანიშნავია, რომ კობი ძალიან ხშირად იყენებდა გადაადგილებისთვის შვეულმფრენს და ნიუპორტ ბიჩიდან სტეიპლს ცენტრში მუდმივად Sikorsky S-76-ით დაფრინავდა.

NBA-ს ექსპერტმა სტეფ ეი სმიტმა კვირას ESPN-ს უთხრა: “კობი ათწლეულების მანძილზე იყენებდა შვეულმფრენს და არასდროს ნერვიულობდა იმაზე, რომ შეიძლებოდა, რამე ცუდი მომხდარიყო.”

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები