Thumbnail

'ადამიანური შეცდომა' - BBC-იმ კობიზე სიუჟეტი ლებრონის კადრებით გადაფარა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

კობი ბრაიანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტის გამო, რომელიც დღეს დილით ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა, BBC ბოდიშს იხდის.

ახალი ამბების გამოშვებაში, კობი ბრაიანტის ტრაგიკული შემთხვევის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში, მასალის გარკვეული ნაწილი ლებრონ ჯეიმსის კადრებით იყო გადაფარული.

პოლ როიალმა BBC-ს ახალი ამბების გამოშვების რედაქტორმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა "ბოდიშს ვიხდით ადამიანური შეცდომის გამო... სიუჟეტის რაღაც ნაწილში ლებრონ ჯეიმსის კადრების გამოყენების გამო."

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით მსოფლიო მედიაში გაჟღერებული ყველა სიახლე კალიფორნიაში მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ გადაფარა - ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ტრაგიკულად დაიღუპა! დადასტურებული ინფორმაციით, სულ 9 ადამიანი გარდაიცვალა - მათ შორის, კობის 13 წლის ქალიშვილი.

📺 კადრი BBC-ზე გასული სიუჟეტიდან 

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები