Thumbnail

'სიტყვები არ მყოფნის, საშინელი ამბავია' - კობის სიკვდილს ზიდანი გამოეხმაურა

  • კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
  • ტრაგიკულ შემთხვევას კიდევ 8 ადამიანი ემსხვერპლა

კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გამოეხმაურა…

“საშინელი შეგრძნებაა. საზარელი ინფორმაცია, რომელმაც ყველა დაგვამწუხრა. სიტყვები არ მყოფნის, თავზარდამცემი ამბავია. ძალიან ვწუხვარ”. - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.   

კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ტრაგიკულ შემთხვევას კიდევ 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მისი 13 წლის შვილი ჯანა, რომელიც კობის თამაშზე მიჰყავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები