Thumbnail
  • ნიკ კირიოსმა რაფა ნადალთან მატჩის წინ კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივი მიაგო
  • ავსტრალიელი ჩოგბურთელი კორტზე ლეიკერსის 8-ნომრიანი მაისურით გავიდა

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსმა ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივი მიაგო. ავსტრალიის ღია პირველობაზე 23-ე ნომრად განთესილი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან თამაშის წინ კორტზე ლოს ანჯელეს ლეიკერსის 8-ნომრიანი მაისურით გავიდა.

კირიოსი და ნადალი ერთმანეთს დიდი სლემის წლის პირველი ტურნირის ⅛-ფინალში უპირისპირდებიან. ავსტრალიელს კობის მაისურა სათამაშო ფორმის ზემოდან ჰქონდა გადაცმული, მოთელვის დასრულების შემდეგ კი ის გაიხადა.

41 წლის კობი ბრაიანტის კუთვნილმა შვეულმფრენმა კატასტროფა კალაბასასში (აშშ, კალიფორნია), 26 იანვარს განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი, მათ შორის კობი და მისი 13 წლის ქალიშვილი. 

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კობი ბრაიანტი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ლეიკერსში გამოდიოდა, რომლის ღირსებას 1996-2016 წლებში იცავდა. მან 18-ჯერ ითამაშა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში, ხუთჯერ NBA-ს ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი ფინალური სერიის MVP. ბრაიანტმა აშშ-ის ნაკრებთან ერთად ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა - პეკინისა (2008) და ლონდონის (2012) თამაშებში.

კობი ბრაიანტი ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას 8 და 24-ნომრიანი მაისურებით იცავდა. ლეიკერსმა ორივე ნომერი მოხმარებიდან 2017 წლიდან ამოიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები