Thumbnail

კობის ტრაგედიის გამოძიება ფანების გამო გართულდა - 6 დაღუპულის ვინაობა ცნობილია

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • 9 გარდაცვლილიდან 6-ის ვინაობა ცნობილია
  • კობისთან და მის შვილთან ერთად, ბეისბოლის მწვრთნელი და მისი ოჯახი დაიღუპა
  • გარდაცვლილია ასევე კობის შვილის პირადი მწვრთნელი
  • გამოძიებას წინსვლა კობის ფანების გამო უჭირს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იკრიბებიან

კობი ბრაინტის პირადი შვეულმფრენის ავარიის შედეგად სულ 9 ადამიანი დაიღუპა. 6 მათგანი უკვე იდენტიფიცირებულია.

კობისა და მის 13 წლის შვილ ჯანასთან ერთად, დაიღუპა კოლეჯის ბეისბოლის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, თავის შვილთან ალისა ალტობელისთან და ცოლთან, კერი ალტობელისთან ერთად.

მეექვსე გარდაცვლილი კრისტინა მაუსერი იყო - პირადი მწვრთნელი, რომელიც ბავშვებს, მათ შორის კობის შვილს ავარჯიშებდა. დანარჩენი სამი გარდაცვლილის ვინაობა ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.

ლოს ანჯელესის მერის თქმით, გამოძიებას წინსვლა უჭირს, რადგან კობის ფანები ტრაგედიის ადგილზე მოგროვდნენ და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ჭირს.

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები