Thumbnail

მინიმუმ ერთი ქართველი ყველა მატჩში - 18 წლის მორაგბის დებიუტი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • TOP 14-ის ყველა მატჩში მინიმუმ ერთმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა
  • ბრივმა პო დაამარცხა, მონპელიეს რიგებში 18 წლის ქართველი ათამაშეს
  • TOP 14-ის 7 მატჩში მოედანზე 14 ქართველი მორაგბე გავიდა

TOP 14-ში მეორე წრე დაიწყო. მე-14 ტურის შვიდივე შეხვედრაში მინიმუმ ერთმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. ბრივმა საკუთარ მოედანზე პოს 33:26 სძლია და 29 ქულით მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

ბრივის რიგებში კარლენ ასიეშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. კარლენმა შეხვედრაში 63 წუთი ითამაშა - ვასილ ლობჟანიძე სათადარიგო იყო და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა.

ლა როშელმა მონპელიეს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და მეტოქეს 5 ქულით მოუგო - 35:30. სტუმართა რიგებში ხუთმა მორაგბემ ითამაშა. მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო სათადარიგო სკამიდან მატჩში უშანგი ჭეიშვილი და ალექსი ჭიჭიაშვილი ჩაერთნენ.

ალექსი ჭიჭიაშვილი
მონპელიეს ვებგვერდზე

ალექსი ჭიჭიაშვილი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და უკვე TOP14-ში დებიუტი ჰქონდა. მონპელიეს 32 ქულა აქვს და საპლეიოფო ზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მატჩების შედეგები

ბრივი 33:26 პო

ბრივი - კარლენ ასიეშვილი (63 წუთი), ვასილ ლობჟანიძე (17 წუთი)

ლა როშელი 35:30 მონპელიე

მონპელიე - მიხეილ ნარიაშვილი (49 წუთი). ნარიაშვილი უშანგი ჭეიშვილმა შეცვალა და 31 წუთი ითამაშა. ლევან ჩილაჩავამ 77 წუთი ითამაშა და 18 წლის დებიუტანტს ალექსი ჭიჭიაშვილს მინდორზე 3 წუთი დაუთმეს. კონსტანტინე მიქაუტაძე მატჩი სრულად ჩაატარა.

ლიონი 27:12 ტულონი

ლიონი - ბადრი ალხაზაშვილი მოედანზე 67-ე წუთზე შეუშვეს.

ტულონი - ბექა გიგაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა.

კასტრი 0:27 რასინგი

რასინგი - გურამ გოგიჩაშვილი სათადარიგო სკამზე დატოვეს და მოედანზე 52-ე წუთზე შევიდა.

კლერმონი 29:19 სტად ფრანსე

კლერმონი - გიორგი ბერია მოედანზე 44-ე წუთზე გამოჩნდა.

სტად ფრანსე - გიორგი მელიქიძემ მხოლოდ ბოლო 8 წუთი ითამაშა.

ბაიონა 22:23 აჟენი

აჟენი - გიორგი თეთრაშვილი ძირითადში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

ტულუზი 22:14 ბორდო

ბორდო - ლექსო ყაულაშვილი მოედანზე 56-ე წუთზე შეუშვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები