Thumbnail
  • ომონია 1:0 ანორთოსისი
  • ომონიამ ქეცბაიას გუნდთან სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში ომონიასთან მატჩი სტუმრად გამართა და 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე გავიდა, როდესაც სტუმართა სლოვაკმა ფეხბურთელმა მიხალ დურისმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ფამაგუსტელთა რიგებში ჯანო ანანიძეს არ უთამაშია. სავარაუდოდ, მის დებიუტს მომდევნო ტურებში უნდა ველოდოთ. ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი დააყენა, რომლებმაც მატჩი სრულად ჩაატარეს.

სათადარიგო სკამზე დარჩა ნიკა კაჭარავა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ნიკა მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, როდესაც მიხალ დურისი შეცვალა.

ომონიამ ამ მოგებით 35 ქულა დააგროვა და ანორთოსისს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ქეცბაიას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ანორთოსისი მომდევნო შეხვედრას პირველ თებერვალს გამართავს - მათი მეტოქე ბოლოადგილოსანი დოქსა იქნება.

ანორთოსისი პირველ ადგილზეა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში 3 კონკურენტი ჰყავს: ომონია, აპოლონი და აპოელი.

ომონია 1:0 ანორთოსისი - ქეცბაიას გუნდმა წააგო

ომონია 1:0 ანორთოსისი - ქეცბაიას გუნდმა წააგო

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 26 იანვარი, 2020

 

კომენტარები

ბოლო ამბები