Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივის გრან პრი ერთი მედლით დაასრულა
  • ტურნირის მესამე დღეს ოთხივე ძიუდოისტი ადრულ ეტაპზე დამარცხდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრან პრიზე მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა - ლუკა მაისურაძე 81-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. სამწუხაროდ, მესამე საშეჯიბრო დღე, პირველის მსგავსად, წარუმატებელი გამოდგა და ოთხივე ქართველი ძიუდოისტი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, იმედა გოგოლაძემ პირველ შეხვედრაში რუმინელ გეორგ როტარუს იპონით სძლია, თუმცა მეორე ბრძოლა ავსტრალიელ ჰარისონ კასართან შიდოებით დათმო.

იმედა გოგოლაძემ რუმინელ გეორგ როტარუს იპონით მოუგო

იმედა გოგოლაძემ რუმინელ გეორგ როტარუს იპონით მოუგო

Posted by We Love Judo on შაბათი, 25 იანვარი, 2020

100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძემ პირველ მეტოქეს მარტივად სძლია. მან შვეიცარიელ ოტო იმალას ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქე იპონზეც დასცა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოსთან შიდოებით დამარცხდა.

ილია სულამანიძის გამარჯვება შვეიცარიელ ოტო იმალასთან

ილია სულამანიძის გამარჯვება შვეიცარიელ ოტო იმალასთან

Posted by We Love Judo on შაბათი, 25 იანვარი, 2020

სამწუხაროდ, გელა ზაალიშვილმა მძიმე წონაში პირველივე შეხვედრა დათმო. ის იაპონელ იუსუკე კუმაშიროსთან 27 წამში იპონით დამარცხდა.

ქალთა შორის მძიმე წონაში, სოფიო სომხიშვილი რუს ანჟელა გასპარიანთან დამატებით დროში შიდოებით დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

ძიუდოს მსოფლიო ტურის მომდევნო ტურნირი - პარიზის გრანდ სლემი, 8-9 თებერვალს გაიმართება, სადაც 19 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები