Thumbnail
  • 21 წლის ესპანელი შემტეი ნახევარმცველი ხორვატიიდან გერმანიაში გადაბარგდა
  • ლაიპციგს ზაგრების დინამოს ფეხბურთელი დაახლოებით 35 მლნ ევრო დაუჯდა

ზაგრების დინამოს შემტევი ნახევარმცველი დანიელ (დანი) ოლმო ლაიპციგის ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ გერმანული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. 21 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ლაიპციგთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და გუნდის ღირსებას 25-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

კლუბები გარიგების ფასს არ ამხელენ, თუმცა მანამდე დაიწერა, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი ლაიპციგს 30 მილიონი ევრო დაუჯდებოდა, რასც ბონუსების სახით 5 მილიონი ევროც დაემატებოდა.

დანი ოლმომ ლაიპციგთან 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

დანი ოლმო ბარსელონას აღზრდილია, თუმცა კატალონიური კლუბის მთავარ გუნდში დებიუტი არ ჰქონია. ნახევარმცველი 2015 წელს ზაგრების დინამოში აღმოჩნდა, მიმდინარე სეზონში კი ოლმომ ხორვატიის ჩემპიონატში 9 მატჩში 3 გოლი შეაგდო. დანი კიდევ უფრო შედეგიანი ჩემპიონთა ლიგაში იყო - ნახევარმცველმა საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, ჯამში 11 მატჩში ითამაშა და 5 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

ოლმომ გოლი უკვე ფურია როხას მაისურითაც გაიტანა

ახალგაზრდა ნახევარმცველს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი უკვე ჰქონდა - ევრო 2020-ის შესარჩევში მალტასთან ითამაშა და გოლითაც გამოირჩა.

გერმანიის ბუნდესლიგაში გასული 18 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ლაიპციგი 40 ქულით ლიდერობს. იულიან ნაგელსმანის გუნდს 4-4 ქულით მიუნხენის ბაიენი და დორტმუნდის ბორუსია ჩამორჩებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები